გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
მოწევა თუ ჯანმრთელობა?!
საგანი
სამოქალაქო განათლება      -      ა. მიმინოშვილი

სწავლების საფეხურები
  კლასი  საშუალო მე-10 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 18 მოსწავლე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები არ არიან.


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მწეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლის ასაკიდან იწყებს თამბაქოს წევას. საქართველოში იმატა მწეველ ქალთა რაოდენობამაც. თამბაქოს წევისაგან ყოველწლიურად ათსობით ადამიანი იღუპება, ამიტომ საჭიროა ბავშვებს ახლავე მივაწოდოთ ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ. მივიყვანოთ დასკვნამდე რომ საჭიროა ზრუნვა ჯამრთელობის დასაცავად და რომ მათი ჯანმრთელობა მათ ხელთაა.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები










·         ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება
·         ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების აუცილებლობის გააზრება
·         ჯამრთელობაზე ნიკოტინის უარყოფითი გავლენის გააზრება
·         საქართველოში თამბაქოს შესახებ კანონის გაცნობა
უნარ ჩვევები
-  წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობის
-  წყვილებში მუშაობის
-  ჯგუფებში მუშაობის
-  კრიტიკული აზროვნების.
Ø  მოსწავლეები გააცნობიერებენ ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას
Ø  ნაცნომი მაგალითების გათვალისწინებით მსჯელობენ აქტუალურ საკითხზე ნიკოტინის მავნებლობა
Ø  ბავშვები არკვევენ იმ მიზეზებს, რის გამოც მათი თანატოლები იწყებენ თამბაქოს წევას
Ø  გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას ცხობრების ჯანსაღი წესის დაცვის აუცილებლობის შესახებ
Ø  აკეთებებ დასკვნას ღირს თუ არა მოწევის სიამოვნება სიცოცხლის ფასად
Ø  მოსწავლეები აკეთებენ არჩევანს მოწევა თუ ჯანმრთელობა

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა ზოგადად იციან რომ სიგარეტის წევა მავნე ჩვევაა და ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას.

შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასებისათვის გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას    ჯგუფური მუშაობისა   და საკლასო დავალების   შეფასების რუბრიკებს , თვითშეფასების ცხრილს.
სასწავლო  მასალა და ტექნიკური  რესურსები
მე10 კლასის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო, 4 კომპიუტერი, დაფა და მარკერი
- გაკვეთილს ვიწყებ გონებრივი იერიშით: ჩამოწერეთ ის მავნე ჩვევები, რომლებიც ხელს უშლის ადანიამს იცხოვროს ცხოვრების ჯანსაღი წესით (2 წუთი)
-  ვსვა სადისკუსიო კითხვებს :
1.      რამდენად საჭიროა ჯანმრთელობა ადამიანისათვის?
2.      საჭიროა თუ არა ზრუნვა მის შესანარჩუნებლად და როგორ? (5 წუთი)
-  ვთავაზობ აქტივობას. ბავშვები იხსენებენ რა იციან თამბაქოს შესახებ და ავსებენ გრაფას ვიცი და მინდა მინდა ვიცოდე (3 წუთი)
-  ვუთითებ გაეცნონ წიგნში მოცემულ ინფორმაციას თამბაქოს შესახებ, ჯგუფში განიხილონ საკვანძო საკითხები  და შეავსონ გრაფა ვისწავლე (10 წუთი)
-  ვაჩვენებ პრეზენტაციას თამბაქოს წევის შედეგები (3წუთი)
-  ბავშვებს ვთავაზობ ჩამოწერონ თავიანთი ნაცნობები მწეველი ადამინების სახელები, აღნიშნონ რამდენია მათ შორის ქალი, მამაკაცი, მოზარდი. ჯგუფებში აჯამებენ მონაცემებ და აკეთებენ დასკვნას ვინ უფრო აქტიური მწეველია. (4  წუთი)
-  ბავშვვებს ვთხოვ დაასახელონ ის ადგილები სადაც მისი თანატოლები ეწევიან სიგარეტს და იმჯელონ იმ მიზეზებზე, რის გამოც მოზარდი თამბაქოს წევას იწყებს.ღირს თუ არა წუთიერი სიამოვნება ჯანმრთელობის შერყევის ფასად? (4  წუთი)
-  ვაცნობ კანონებს საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ და ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსს. (3 წუთი)
-  ვაძლევ დავალებას შექმნან ანტირეკლამა (1 წუთი)
-  შეჯამება და შეფასება (3 წუთი)
    

Комментариев нет:

Отправить комментарий