პროექტის სახელწოდება - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლაში.
,,თამბაქო, თქვენი ჯანმრთელობის მტერი’’
პროექტის მთავარი იდეა-ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა
პროექტის აქტუალობა: მცირეა ინფორმაცია ახალგაზრდებში თამბაქოს მავნებლობის შესახებ. არ იციან თუ რა დაავადებებს იწვევს თამბაქოს წევა, რომ 100 გარდაცვლილი ადამიანიდან 90 თამბაქოს მწეველია. ფილტვის ქრონიკული დაავადებებით გარდაცვლილი 100 ადამიანიდან 75 თამბაქოს მწეველია. გულსისძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილი 100 ადამიანიდან 25 თამბაქოს მომხმარებელია.
პროექტის მიზნები:
- ახალგაზრდებმა გაიაზრონ რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი და რისთვისაა საჭირო მისი დაცვა;
- აღწეროს ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქოს წევით გამოწვეული ნეგატიური შედეგები;
- გააცნობიერონ რა საფრთხეს უქმნის სიგარეტის მოწევა თითოეული მათგანის მომავალს;
მონაწილეთა ასაკი-15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა-ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებში ამაღლდა ცნობიერება სიგარეტის წევით გამოწვეული მავნებლობის შესახებ, გაიგენ და გაიაზრენ სიგარეტის წევით გამოწვეული ნეგატიური მხარეები. სოლიდარობა გამოუცხადეს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას ახალგაზრდებში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფორმატისა და თაბახის ფურცლები, მარკერები, ფანქრები, ფლომასტერები, საილუსტრაციო მასალები, საინფორმაციო მასალები, ინტერნეტ მასალები, კომპიუტერი, პროექტორი, ქსეროქსი, ლაშქრობის წესდება, საილუსტრაციო და საინფორმაციო წიგნი მასწავლებლისათვის.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
- საინიციატივო ჯგუფის შექმნა.
- ტრენინგის დღის დანიშვნა (ტრენინგს ჩაატარებს ექიმი, ბიიოლოგიის მასწავლებელთან და ბავშვებთან ერთად).
- პლაკატის მომზადება და სკოლაში გამოფენა.
- ბუკლეტების დამზადება და მოსწავლეებში გავრცელება.
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის ლაშქრობის მოწყობა და ,,მხიარული სტარტების“ ჩატარება.
- მინი ლექციების ჩატარება დაწყებით კლასებში.
- სპორტისა და გეოგრაფიის მასწავლეებლებთან კონსულტაცია, ლაშქრობისათვის მომზადება.
- მოსწავლეთა შეფასება:
1.მიზანი
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
2.ორგანიზება
|
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
|
3.შინაარსის კორექტულობა
|
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
4.ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
|
5.კვლევა
|
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
|
7.შემოქმედებითობა
|
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
8.კავშირები საგნებთან
|
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
9.დასკვნები
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
|
10.პრეზენტაცია
|
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, გეოგრაფია, სპორტი.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ამირან მიმინოშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: miminoshviliamiran@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий